დონეცკში 15 ადამიანი დაიჭრა, არიან გარდაცვლილებიც
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება ისევ დაძაბულია. დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი დახმარებისთვის რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს. დენის პუშლინმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დონეცკი და მისი გარეუბნები ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ჟურნალისტებს პუშლინი სეპარატისტებისა და სახელისუფლებო ძალების დაპირისპირების პარალელურად შეხვდა. შეტაკება აეროპორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. დაჭრილია 15 ადამიანი. არიან გარდაცვლილებიც, თუმცა მათი რაოდენობა ცნობილი არაა. ანტიტერორისტული ოპერაცია დონეცკის აეროპორტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერორისტებმა, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ, იარაღის დაყრაზე უარი განაცხადეს.