ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლევან მოსიაშვილისა და ლორან ბისმუტის აბსტრაქტული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
15 მარტს, 19:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ლევან მოსიაშვილის და ლორან ბისმუტის ბოლო პერიოდის აბსტრაქტული მიმართულების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი ლორან ბისმუტთან ერთად ექსპოზიციაზე აბსტრაქტული ჟანრის ნამუშევრებს წარადგენს.
ფრანგი მხატვარი ლორან ბისმუტი პარიზში მოღვაწეობს. ის ძირითადად აბსტრაქტული ჟანრის ნამუშევრებს ქმნის და არაერთი პერსონალური გამოფენის ავტორია. ლორან ბისმუტი არის სამხატვრო სახლ „დრუოს” (Drouot) მიერ აღიარებული ხელოვანი. მისი ნამუშევრები შესულია ცნობილ კატალოგებში. თბილისში ის საფრანგეთის საელჩოსა და მხატვარ ლევან მოსიაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბისმუტი თავის პირველ საერთაშორისო გამოფენას გამართავს.
გამოფენა 18 მარტამდე გაგრძელდება.