„ოქროდ ქცეული სიბრძნე – თრიალეთის თასი“ – ფილმის ჩვენება გაიმართება

15 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ოქროდ ქცეული სიბრძნე – თრიალეთის თასის“ სრული ვერსიის ექსკლუზიური ჩვენება და შეხვედრა პროექტის ავტორთან, ერმილე მაღრაძესთან.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ფილმში მოთხრობილია თრიალეთის ოქროს თასის ექსპერიმენტული კვლევისა და უძველესი ტექნოლოგიების რეკონსტრუქციის შესახებ, რომელთა საფუძველზე ერმილე მაღრაძემ ბრინჯაოს ხანის პოლიქრომიული ოქრომჭედლობის ამ უნიკალური ნიმუშის ზუსტი ასლი დაამზადა.
ღონისძიება ეწყობა კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლისადმი მიძღვნილი გამოფენის „ოქროდ ქცეული სიბრძნე“ ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
გამოფენის კურატორი, ნინო ლორთქიფანიძე პროექტის სამეცნიერო ნაწილს წარადგენს.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები