გორთან, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

გორის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობდა ბორდიულს შეეჯახა და ამოტრიალდა. შედეგად, ავტომანქანის მძღოლი და მგზავრი დაშავდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები