ხვალიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია იწყება

ხვალიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია იწყება, – აღნიშნული განცხადება პირველ არხთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ გააკეთა.
მისი თქმით, რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება.
გორგოძე მოუწოდებს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ რეგისტრაციის ვადებზე და სხვა შესაბამის ინფორმაციაზე, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ხვალიდან იქნება ხელმისაწვდომი.
„მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებმა, მაგისტრანტებმა და სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის ვადებსა და ყველა ინფორმაციას, რომელიც ხვალ დილიდან დაიდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები