უკრაინა დსთ-დან გამოდის

უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოდის. დსთ-ს დატოვების გადაწყვეტილება თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
“ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არა მარტო დსთ-ს თავმჯდომარეობის შეჩერების, არამედ ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესის დაწყების თაობაზე”, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა ანდრე პარუბიმ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა 1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები