სანდრო ახმეტელის თეატრი შექსპირის „მეფე ლირის“ პრემიერას უმასპინძლებს

16, 17 მარტს, 19 საათზე, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერაა, უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ განახორციელა.
ლეგანდარული მეფის – ლირის ტრაგიკული ისტორია საუკუნეების განმავლობაში აღელვებს კაცობრიობას. ეს ტრაგედია ყველაზე მძიმე, „შავ-ბნელ“ და ურთულესი კონსტრუქციის ქმნილებად არის მიჩნეული შექსპირის შემოქმედებაში. ახმეტელის თეატრში ლირის და მისი ქალიშვილების დრამატული, სევდიანი და შემზარავი ისტორიის გაცოცხლება დრამატურგიის შედევრის განსხვავებული კუთხით წაკითხვის კიდევ ერთი მცდელობაა.
როგორც „კვირას“ ახმეტელის თეატრიდან აცნობეს, ახმეტელის თეატრის სპექტაკლში სიუჟეტი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იწყება და სახელმწიფო კანცელარიაში გრძელდება. სიკვდილის პირას მყოფი სახელმწიფო მეთაური უარს ამბობს სტატუსზე და ცხოვრებას რიგითი მოქალაქის ამპლუაში აგრძელებს.
ირაკლი გოგიას და ნუგზარ ყურაშვილის ვერსია საკუთარი ნებით გადამგდგარი ჩინოვნიკის ტრაგიკულ ბედზე, დაშვებული შეცდომების გაანალიზებასა და ადამიანურ განცდებზე მოგვითხრობს.
თარგმანი მანანა ანთაძის. კოსტიუმების მხატვარი – მარიკა კვაჭაძე; ქორეოგრაფი – გია მარღანია; მონაწილეობენ: მეფე ლირი – ნუგზარ ყურაშვილი, გლოსტერის გრაფი – გიორგი გასვიანი, გოგი გუგუჩიაკენტის გრაფი – ოთო ჩიქობავა, ედმუნდი- ანდრია გველესიანი, ედგარი – გიორგი ცხადაძე, გონერილი – გვანცა კანდელაკი , რიგანი – ნინო ციმაკურიძე, კორდილია – მაიკო ვაწაძე, მასხარა- სოფია სებისკვერაძე, ოლბენის ჰერცოგი – ნოდარ მელაძე, კორნუოლის ჰერცოგი – იუკა ვასაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები