„ლევანობა სამთავროში გულმხურვალე სიყვარულით და კრძალული პატივისცემით აღინიშნა“…

10 მარტი ლევან გოთუას დაბადების დღეა. „გმირთა ვარამის“ ავტორს 114 წელი შეუსრულდა. სამთავროს დედათა მონასტერში  ჩატარდა ლევან გოთუას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, დაჯილდოვდნენ  „გმირთა ვარამის“ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები.
ამ დღის ამსახველ სტატუსს ლევან გოთუა ძმისშვილი მაია გოთუა აქვეყნებს:
„ლევანობა სამთავროში აღინიშნა გულმხურვალე სიყვარულით და კრძალული პატივისცემით… მამა მირიანმა სასოებით ჩაატარა მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი… დაჯილდოვდნენ „გმირთა ვარამის” კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები ლევან გოთუას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, გეოლოგიის პროფესორი ბატონი ივანე ჯაფარიძე მის მიერ გაწეული მამულიშვილური ღვაწლისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა ქართული თავადიშვილური ქამარ-ხანჯლით გოთუებისა და ჯაფარიძეების ალპინისტურ-რაინდული მეგობრობის ერთგულების ნიშნად“, – წერს მაია გოთუა.
ლევან გოთუას ხსოვნას პატივი მიაგეს მწერლებმა, ახალგაზრდებმა, სკოლების ხელმძღვანელობამ, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსნებმა… „გმირთა ვარამის“ კონკურსის სულისჩამდგმელმა სკოლის დირექტორმა ლალი ნაზღაიძემ, სხვა საპატიო სტუმრებმა…

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები