საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლები – ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

12 მარტს, 17:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში, ლიტერატურის მუზეუმისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა – საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლები – გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა მოგვითხრობს, თუ ვინ იყვნენ ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოს პირველი ფუძემდებლები; შრომისა და ბრძოლის რა გზა გაიარეს მათ – რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბრძოლიდან მოყოლებული, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ფიზიკურ განადგურებამდე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მიერ წლების მანძილზე სხვადასხვა არქივში, დეპუტატების შთამომავლების ოჯახებში მოპოვებული და ლიტერატურის მუზეუმის ფონდებში დაცული ფოტოები და დოკუმენტები.
1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა.
მსოფლიო ომის ნანგრევებზე, საქართველოს საზოგადოებამ შეძლო რევოლუციის მშვიდობიანი ტრანზიციის უზრუნველყოფა, სახელმწიფოებრიობის დამკვიდრება და დამფუძნებელი კრების არჩევით მისი იურიდიული საფუძვლის – კონსტიტუციის შემუშავებას შეუდგა.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები