ქართველი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ

ქუთაისის „აია არენაზე“ დასრულდა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეოთხე ტურის მატჩი საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ გუნდებს შორის. მატჩი საქართველო-გერმანია ანგარიშით 52-3 დასრულდა. ამ გამარჯვებით, ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატში“ გამარჯვება ერთი ტურით ადრე გაინაღდეს, გერმანელები კი ბოლო პოზიციას იკავებენ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას ბორჯღალოსნები 17 მარტს გამართავენ. ქართველები კრასნოდარში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები