განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ცხინვალის თეატრს ახალ შენობას გადასცემს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 1746 კვ. მ. ფართს გადასცემს, რომელიც პეტრიაშვილის 7 ნომერში მდებარეობს.
როგორც “კვირას” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით 11 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.: სანაპიროს 4) გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე გაუძღვებიან. პრესკონფერენციას ცხინვალის თეატრის დასის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.პეტრიაშვილის 7 ნომერში მდებარე ფართი სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ მიმდინარე წელს გადასცა. უახლოეს მომავალში მომზადდება საპროექტო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მოხდება სივრცის რეკონსტრუქცია და ცხინვალის თეატრი სრულფასოვან ფუნქციონირებას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები