თაკო ჩარკვიანმა პარტია “კანონი და სამართალი” დააფუძნა

„ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური გაერთიანების – „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა პარტიის ლიდერმა. პარტიის დამფუძნებლების თქმით, „კანონი და სამართალი“ იქნება ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ანტიკორუფციული კანონის შექმნაზე იმუშავებს.
“ვის სჭირდება მიძინებული და სუსტი ოპოზიცია?! – მხოლოდ ცუდ ხელისუფლებას, მხოლოდ რუსული კორუფციული მართვის ჯგუფს, რომელიც მგონია, რომ სათავეშია. მეშვიდე წელია ვხედავ, რომ რუსული კორუფციული მართვის სტილს გვთავაზობს. ზუსტად ის კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია – ვგულისხმობ ინფლაციას, ნარკოტრაფიკს, პლანტაციებს, რომელიც შემოგვთავაზეს და დროებით შეჩერდა პროგრამა, მონოპოლიზებული ბიზნესი, გარჩევები მაღალ ეშელონებში თუ ქუჩებში – ეს არის რუსული კორუფციული მართვის სტილი.
ქუჩაში რომ გახვიდეთ და იკითხოთ, რა აკლია თქვენს ქვეყანასო, უპირობოდ, ყველა გეუბნებათ, რომ კანონი და სამართალი. „კანონი და სამართალი“ ჰქვია ჩვენს პარტიას“, -განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ახალი პოლიტიკური გაერთიანების ყრილობას თაკო ჩარკვიანის მხარდამჭერები და გაერთიანების დელეგატები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები