არაბული სახელმწიფოები საერთო შეიარაღებული ძალების შექმნის იდეას განიხილავენ

არაბული ლიგა (LAS) ირანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე განხორციელებული დარტყმების გათვალისწინებით, პან-არაბული სამხედრო კონტინგენტის შექმნის იდეას იკვლევს,- ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ჰუსამ ზაკიმ განაცხადა.

„ეს ინიციატივა ეგვიპტეში ცოტა ხნის წინ კვლავ წამოიჭრა, რადგან სწორედ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ შესთავაზა პირველად პან-არაბული ძალების შექმნა 2015 წელს. ჩვენ, არაბული ლიგის წევრები, ვსწავლობთ ამ საკითხს და მზად ვართ, ის შემდეგ შეხვედრაზე კვლავ განსახილველად დავაყენოთ“, – აღნიშნა ზაკიმ.

ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ არაბულ სახელმწიფოებს საერთო შეიარაღებული ძალების შექმნის საკითხის განხილვისკენ ირანის მიერ სპარსეთის ყურეში მიმდინარე დარტყმებმა უბიძგა.

“ყველა არაბულ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, უპასუხოს აგრესიას ისე, როგორც მას საჭიროდ მიაჩნია და არაბული ლიგა სრულად უჭერს მხარს ამ უფლებას“, – აღნიშნა ზაკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები