თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
თურქეთი უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს,- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„არალეგიტიმური რეფერენდუმის შედეგად, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის (უკრაინა) ანექსიის 12 წლისთავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არ ვაღიარებთ ამ ფაქტობრივ ვითარებას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თურქეთი ნახევარკუნძულზე არსებული ვითარების, პირველ რიგში ყირიმელი თათრების, მდგომარეობის ყურადღებით მონიტორინგს და ამ საკითხის დღის წესრიგში შენარჩუნებას გააგრძელებს.