“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გზებზე დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები, რათა ნაკლები ადამიანი დაშავდეს, ნაკლები გარდაიცვალოს” – ალექსანდრე დარახველიძე

“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გზებზე დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები, რათა ნაკლები ადამიანი დაშავდეს, ნაკლები გარდაიცვალოს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

როგორც დარახველიძემ განმარტა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი კონკრეტულ შემთხვევებში საჯარიმო სანქციების გადახედვას ისახავს მიზნად.

„სამწუხაროდ, ევროპაში ისევ პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით. თვითმიზანი ნამდვილად არ არის ჯარიმების ზრდა იმისათვის, რომ კონკრეტულმა პირებმა გადაიხადონ ჯარიმები და ეს არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში. ცვლილებები ეხება სწორედ იმ მიმართულებებს, სადაც ყველაზე მეტად ხდებოდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და ყველაზე მეტად იწვევდა ავტოავარიებსა და გზებზე გარდაცვალებას“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი მესამე მოსმენით განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები