სალომე ზურაბიშვილი: დღეს არის შენდობის დღე – მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ

“შემინდეთ და მომიტევეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამების ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც მას კომენტარი სთხოვეს. სალომე ზურაბიშვილმა სხვა თემაზე საუბარი არ ისურვა.

„დღეს არის შენდობის დღე. შემინდეთ და მომიტევეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები