ათეა-ს ხელმძღვანელი პირები სასწავლო ვიზიტით ესტონეთში მიიწვიეს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი – დავით მელუა და მისი მოადგილე – ნათია ღვინაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიწვევით, სასწავლო ვიზიტით – ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ადგილობრივ დონეზე უკეთესი მმართველობისთვის“ ესტონეთში გაემგზავრნენ.
როგორც „კვირას“ ათეა-დან აცნობეს, ასოციაციის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ტალინში და ტარტუში გამართავენ შეხვდრებს და ადგილობრივ მმართველობაში ინოვაციური გზებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკას გაეცნობიან.
ექსპერტებთან და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრებზე მხარეები ადგილობრივ დონეზე კარგ მმართველობასა და მოქალაქეთა თანამონაწილეობაზე, მუნიციპალური მომსახურების მიწოდებაზე, ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე კოორდინაციისა და თანამშრომლობის, ასევე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მექანიზმებზე იმსჯელებენ.
აღნიშნული სასწავლო ვიზიტი, რომელიც დანიის, შვეიცარიის, ავსტრიისა და საქართველოს მთავრობების ხელშეწყობით ხორციელდება, გაეროს განვითარების პროგრამის ორი პროექტის – ,,დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“, ასევე ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში იმართება.
ქართული დელეგაციის სასწავლო ვიზიტს, 11-15 მარტს, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემია (e-Governanse Academy) მასპინძლობს.
დაწერეთ შეტყობინება…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები