გაზსადენის დაზიანების გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება თბილისის 5000-მდე აბონენტს შეუწყდა

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
​აღნიშნულ განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს. „ტრანსპორტერის“ მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა 500 მმ-იანი გაზსადენი. გაზსადენის დაზიანების გამო, ბუნებრივი გაზის მიწოდება დედაქალაქის 5000-მდე აბონენტს, რამდენიმე კომერციულ და საჯარო დაწესებულებას შეუწყდა.
ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტები მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. ამ დროისთვის, 500 მმ-იანი გაზსადენი აღდგენილია.
გაზმომარაგების აღდგენა, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, ეტაპობრივად, 12:00 საათიდან დაიწყება და სრულად დასრულდება  საღამოს 20:00 საათისთვის.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებლად შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს, უყურადღებოდ არ დატოვონ დანადგარები. გაზის ონკანები კი იქონიონ ჩაკეტილ მდგომარეობაში.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებით დაკავებულ კომპანიებს, რომ არ აწარმოონ სამშენებლო სამუშაოები გაზსადენის სიახლოვეს, „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეუთანხმებლად”,-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები