მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი მერი მაღრაძე 100 წლის გახდა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, სამხედრო ოფიცერი, ექიმი, ქალბატონი მერი მაღრაძე 8 მარტს 100 წლის გახდა.
როგორც “კვირას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ქალბატონი მერი მაღრაძე მეორე მსოფლიო ომში დაწყებისთანავე, ექიმად წავიდა და ომის დასრულებამდე ფრონტი და დაჭრილი მეომრები არ მიუტოვებია. გამოიარა ლენინგრადის ბლოკადის უმძიმესი დღეები და საქართველოში დაბრუნებული, კვლავ ერთგულად ემსახურა თავის პროფესიას და ქვეყანას.
იუბილარს ქალთა საერთაშორისო დღე და 100 წლის იუბილე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, შორენა სიხარულიძემ, უწყების წარმომადგენელმა ნაძალადევის რაიონში, კობა დიასამიძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის” ნაძალადევის რაიონის თავმჯდომარემ, დავით მუხიგულმა მიულოცეს თაიგულთან ერთად, ქალბატონ მერის სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები