საპრეზიდენტო მარათონში პეტრე პოროშენკო 54,46%-ით ლიდერობს
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის ბიულეტენების 94,12%-ია დათვლილი. შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო მარათონში პეტრე პოროშენკო 54,46%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ იულია ტიმოშენკოს ამომრჩეველთა 12,88%-მა მისცა ხმა. სხვა კანდიდატების შედეგები კი ასე განაწილდა: ოლეგ ლიაპშო – 8,37%, ანატოლი გრიცენკო – 5,45%, სერგეი ტიგიპკო – 5,28%, მიხაილ დობკინი – 3,07%.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართა.