სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ ქალ მსჯავრდებულებს რვა მარტი მიულოცა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან და მომღერალ ლიზა ბაგრატიონთან ერთად, პენიტენციურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებულები, დედათა და ბავშვთა კორპუსში მცირეწლოვან შვილთან ერთად განთავსებული ერთი მსჯავრდებული, ასევე ერთი ორსული მსჯავრდებული მოინახულა და მათ რვა მარტი მიულოცა.

სტუმრებმა მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერეს და ქალი პატიმრების მიერ დადგმულ თეატრალიზებულ წარმოდგენას დაესწრნენ.

,,დღეს ჩვენ ვიმყოფებით N5 დაწესებულებაში, სადაც რვა მარტს აღვნიშნავთ. დავესწარით ქალი მსჯავრდებულების მიერ მომზადებულ ძალიან ლამაზ ღონისძიებას, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ქალს მივულოცო დღევანდელი დღე.” – განაცხადა გიორგი პატარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები