„კარფური“ „ფრესკოს“ პასუხობს

ჰიპერმარკეტი „კარფური“ „ფრესკოს“ დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, მისი კონკურენტი „კარფური“ დღგ-ს არ იხდის.  „კარფურში“ ირწმუნებიან, რომ კომპანიის დაარსების დღიდან, ყველა გადასახადს იხდიან:

„კომპანიის დაარსების დღიდან „კარფური“ იხდის, როგორც დღგ-ს, ისე საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს“, – განუცხადეს ,,კვირას” „კარფურის“ პრესსამსახურში.

„ფრესკოს“ დამფუძნებელმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „კარფურს“ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა არ შეაქვს: „ხშირად მსმენია, რომ არ უნდა იყვნენ ამ ქვეყანაში გამორჩეული ბიზნესმენები. ვეთანხმები და არ უნდა იყოს არც გამორჩეული ბიზნესები. სწორია, როდესაც ჩემი კონკურენტი კომპანია „კარფური“ დღემდე არ იხდის დღგ-ს გადასახადს და მილიონობით ლარი არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტში?“ – აღნიშნა ვასილ სოფრომაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები