ალექსანდრე ლატარია: დღეს საქართველოში ხელისუფლება ბიზნესს მხარს უჭერს და გარემოც ლიბერალურია

„რუსთავის აზოტის“ ქარხნის ფინანსური დირექტორი სანდრო ლატარია მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი თავისუფალია და ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს.
ლატარია ამბობს, რომ ქვეყანაში საგადასახადო პოლიტიკაც მოქნილი და ლიბერალურია.
„ჩვენ ვართ სამხრეთ კავკასიაში მინერალური სასუქების ერთადერთი მწარმოებელი კომპანია და რაც შეეხება ბიზნესგარემოს, ჩემი აზრით, საკმაოდ ლიბერალურია. ინტენსიურ მხარდაჭერას ვგრძნობთ სახელმწიფოს მხრიდან. რაც შეეხება საგადასახადო პოლიტიკას, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაში, შესაბამისად, იმდენად მოქნილია საგადასახადო პოლიტიკა, რომ საკმაოდ ოპერატიულად ხდება უზარმაზარი დღგ-ს აქტივის კომპანიის ბალანსზე დაბრუნება. შესაბამისად, ეს ძალიან დიდ მხარდაჭერას გვაგრძნობინებს ხელისუფლების მხრიდანაც.
ფულადი ნაკადების, თუნდაც დანარჩენი ფინანსური პარამეტრების კუთხით, საგადასახადო ორგანოებისა და შემოსავლების სამსახურის ასეთი ოპერატიული მუშაობა ძალიან დიდი შვებაა“, – განაცხადა სანდრო ლატარიამ.
მისი თქმით, ბიზნესი ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერას მუდმივად გრძნობს.
„მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი საქართველოში და ერთ-ერთი ქვეყნის ექსპორტის მიმართულებით გაყიდვებზე შეიქმნა ფორმალური პრობლემები, რომლის მხარდაჭერაც ძალიან ოპერატიულად განახორციელა ხელისუფლებამ და ეს პრობლემა უკვე მოხსნილია“, – განაცხადა „რუსთავის აზოტის“ ფინანსურმა დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები