მიხეილ თიგიშვილი: ბიზნესკლიმატი დღეს არამარტო ქართველებისთვის, არამედ საერთაშორისო კომპანიებისთვისაც იდეალურია

კომპანია „ჯგუფ ატლანტიკის“ ადმინისტრაციის უფროსის მიხეილ თიგიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში ბიზნესკლიმატი იდეალურია როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიებისთვის.
მისი თქმით, სახელმწიფო ბიზნესსაქმიანობაში არ ერევა და მხარდაჭერაც დიდია.
„ჩემთვის იდეალურია გარემოა. მხარდაჭერა არის ძალიან დიდი, არანაირი ჩარევა არ არის. პირიქით, იმხელა კომპანიამ, მაგალითად, როგორიც ფრანგული „ატლანტიკ ჯგუფია“, სანამ საქართველოში რამის გაკეთებას გადაწყვეტდა, მდგომარეობა გამოიკვლია და დადებითი მაჩვენებლების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქარხანა გაეკეთებინა. დღეს უზარმაზარი ქარხანაა ქუთაისში და რამდენიმე თვეში წარმოებას აორმაგებენ. ასე რომ, ბიზნესკლიმატი დღეს არა მარტო ქართველებისთვის, არამედ საერთაშორისო კომპანიებისთვისაც იდეალურია“, – აცხადებს „ჯგუფ ატლანტიკის“ ადმინისტრაციის უფროსი.
ფრანგული „ატლანტიკ ჯგუფი“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა დასავლეთ ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22 ქარხანას ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები