ბოლნისის მერიის ხელმძღვანელმა პირებმა მრავალშვილიან ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად, ქალთა საერთაშორისო დღე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ქალბატონებს მიულოცა.
11 შვილის დედას ნონა მიქაცაძეს, 10 შვილის დედას ნაირა მშვილდაძესა და 7 შვილის დედას მინავარ ასკაროვას, ტკბილეული და ყვავილების თაიგული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სახლში მიუტანეს და დღესასწაული საუკეთესო სურვილებით მიულოცეს.
„გაზაფხულის შემობრძანება ქალთან ასოცირდება, ვინაიდან მარტის პირველი დეკადა, ქალბატონებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს ეთმობა. მინდა ყველა მანდილოსანს მივულოცო ქალთა საერთაშორისო დღე. ბედნიერებით სავსენი და ჯანმრთელები ყოფილიყვნენ. დღეს, მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ქალბატონები მოვინახულეთ. იყო 11 შვილის დედა, გმირობის ტოლფასია, უდაოდ დიდი ღვაწლია ოჯახისა და ქვეყნის წინაშე. მინდა ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო მათ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები