„8 მარტს ესპანეთშიც აღნიშნავენ, ოღონდ იქ „ქალთა დღე“ კი არა, „მომუშავე (მშრომელ) ქალთა დღე“ ჰქვია“…

მთარგმნელი და ჟურნალისტი თეა გვასალია 8 მარტთან დაკავშირებით ფეისბუქსტატუსს ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„8 მარტს ესპანეთშიც აღნიშნავენ, ოღონდ იქ „ქალთა დღე“ კი არა, „მომუშავე (მშრომელ) ქალთა დღე“ ჰქვია. დღეს მადრიდის ყველა რესტორანი კი არ იხურება და სპეციალურად ამ დღისთვის გამოპრანჭული ქალები ფარისევლურ სადღეგრძელოებს კი არ ისმენენ კაცებისგან, არამედ ქუჩაში გამოდიან და კაცებთან გათანაბრებულ სამუშაო პირობებს, ხელფასის მომატებას და სხვა მსგავს მოთხოვნებს უყენებენ მთავრობას.
შესაბამისად, მეც იმ ქალებს გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომლებმაც ჯერ ბევრი ისწავლეთ, ახლა კი შრომობთ იმისთვის, რომ არავიზე დამოკიდებული არ იყოთ, კაცების დაუხმარებლად აგვარებთ ყველა პრობლემას, პრინცების არსებობის არ გჯერათ და თავს არავის დააჩაგვრინებთ“, – წერს თეა გვასალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები