არჩილ თალაკვაძე: აბსურდი და დაუჯერებელია ის, თითქოს, სახელმწიფოს უნდოდა, კონტროლი დაეწესებინა “ტვ პირველზე” და „არტარეაზე“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აბსურდს უწოდებს საუბარს იმაზე, რომ “ტვ პირველზე” და „არტარეაზე“ სახელმწიფოს გავლენის მოხდენა ხაზარაძის მეშვეობით უნდოდა.
“უსაფუძვლოა საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფოს “ტვ პირველზე” გავლენის მოხდენა ხაზარაძის გავლით უნდოდა მაშინ, როდესაც ხაზარაძე არც დამფუძნებელია, არც დირექტორი. თვითონ არ ამბობს ამას და მედიამაც განაცხადა, რომ არანაირი გავლენა ამ კაცს ჩვენზე არ ჰქონიაო“, – განაცხადა ტელეკომპანია “კავკასიის” თოქშოუში „ბარიერი“ არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, აბსურდია ისიც, რომ სახელმწიფოს უნდოდა კონტროლი „არტარეაზე“, რომელიც ლექციებს გადასცემს ხელოვნებაზე.
„აბსურდია და დაუჯერებელია ის, რომ თითქოს სახელმწიფოს უნდოდა კონტროლი დაეწესებინა „არტარეაზე“, რომელიც ხელოვნებაზე ლექციებს გადასცემს. რამდენი არჩევნები ჩატარდა, როდესაც ხელისუფლებას ებრძვის და – ხშირად არაობიექტურად – “რუსთავი 2”, ებრძვიან სხვა მედიასაშუალებებიც, ვინც არის კრიტიკულად განწყობილი, ჩვენ ვატარებთ ამ არჩევნებს და მოვიგეთ არაერთი არჩევნები ამ პირობებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, დღეს არის მცდელობა, ვილაპარაკოთ არა ფაქტზე, რაზეც გამოძიებაა დაწყებული, არამედ გამოგონილ ამბებზე.
„ერთ-ერთი ამბავი არის “ტვ პირველი”, მეორე ამბავი არის, რომ ანაკლიას ურტყამენ და ეს ლეგენდა აღმოჩდა. მე გთხოვთ, თქვენ თვითონ ბანკირებსაც დაუსვათ ეს კითხვა – ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს თავისი კონკრეტული ფინანსები დახარჯული, აქვს თუ არა საკანონმდებლო მხარდაჭერა გაკეთებული, არა ერთ გზის, აქვს თუ არა პირობები გადავადებული იმისთვის, რომ ეს პროექტი გაგრძელებულიყო და არ ჩავარდეს და ჰქონდათ თუ არა მათ პირადად ამ ბიზნესჯგუფს მხარდაჭერა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ჰკითხეთ. ესეც ერთი ლეგენდა აღმოჩნდება, იმიტომ რომ გაიგებთ ზუსტად ესე იყო ყველაფერი თანმიმდევრულად“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები