პრემიერი: ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გიორგი გახარია „ნაცმოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მხრიდან ბიზნესზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, შს მინისტრის მიმართ გამოთქმული ბრალდება მიუღებელია, რადგან როგორც პრემიერმა განაცხადა, გიორგი გახარია თავად ეხმარებოდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს.
„ბიზნესზე ზეწოლას რაც შეეხება და იმ ბრალდებებს გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ჩვენთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ თავისუფლება და პლურალიზმი. ეს არის ის, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. გიორგი გახარია ჩვენს გუნდში შემოვიდა როგორც ბიზნესომბუდსმენი, მე პირადად მაქვს ჩემი თვალით ნანახი, როგორ ეხმარებოდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს, რომ აღედგინათ თავისი უფლებები, ამას აკეთებდა 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, ეს პირადად ჩემთვის მასტიმულირებელია იმ ფაქტის, რომ ვიფიქრო – როგორც ჩანს, ეს არის პოლიტიკურად ორკესტრირებული საქმე, ეს სიტყვა მოდაში შემოვიდა ახლა. გიორგიც და სხვა ნებისმიერი მთავრობის წევრიც გასცემს ნებისმიერ კითხვას პასუხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები