მამუკა ბახტაძე: ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი „ქართული ოცნებისთვის”, ვინაიდან შევძლებთ, ჩვენი პარტიული სტრუქტურების მუშაობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ

ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი „ქართული ოცნებისთვის”, ვინაიდან შევძლებთ, ჩვენი პარტიული სტრუქტურების მუშაობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და მეტად ეფექტური გავხადოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით ირაკლი ღარიბაშვილის გამოცდილება, მოტივაცია და ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია.
„ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ბუნებრივია, მასთან კომუნიკაცია მქონდა. ზოგადად, ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ყველა მივესალმებით, რომ ირაკლი დაბრუნდა პარტიაში ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ყველას გვახსოვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში მისი შექმნის დღიდან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი „ქართული ოცნებისთვის”, ვინაიდან შევძლებთ, ჩვენი პარტიული სტრუქტურების მუშაობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და მეტად ეფექტური გავხადოთ. ირაკლის გამოცდილება, მოტივაცია და ენერგია ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები