გიორგი ლომია: როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელმაც არაერთი საქმე თეთრი ძაფით შეკერა, დატოვო სასამართლო სისტემაში?

თუ მოსამართლეს თავის წარსულში ერთი სასამრთლო პროცესი მაინც აქვს ჩატარებული პოლიტიკური ნიშნით და შესრულებული აქვს პოლიტიკური დავალება, მას არაფერი ესაქმება სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი ლომიას თქმით, მოსამართლეების დანიშვნისას პირველი და უმთავრესი კრიტერიუმი კეთილსინდისიერება უნდა იყოს. მისივე თქმით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გაუქმების მოთხოვნით „პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს მომავალშიც გააგრძელებს. როგორც ლომიამ აღნიშნა, შემდეგი აქცია 9 აპრილს, ქუთაისში იგეგემება.
„ჩვენი გუშინდელი აქცია მიმართული იყო მოსამართლეების წინააღმდეგ არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვსურს უვადოდ ინიშნებოდნენ მოსამართლეები საქართველოში. ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს არ ვართ მზად და ის მოსამართლეები არ გაგვიზრდია წესიერ და პატიოსან მოსამართლეებად, რომ დღეს უვადოდ გავამწესოთ. ჩვენ 9 აპრილს ვატარებთ აქციას ქუთაისში ყველაზე დიდ მოედანზე. ჩვენი აქციის მონაწილეები თითქმის ყველა იყო დაზარალებული მოსამართლეების მხრიდან.
რაც შეეხება იმ კრიტერიუმებს და წესებს , რომელიც შეიმუშავეს. როცა ირაკლი კობახიძე ხვდება მოსამართლეებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ ჯგუფის წევრები ჩვენც ვართ, მეც და ქალბატონი ირმაც. ერთხელ ვესწრებოდი შეხვედრას და დავსვი კითხვა, სად ჩანს იმ კრიტერიუმებში რამდენად კეთილსინდისიერია მოსმართლე, რომლის არჩევასაც ვაპირებთ. იქ თქვეს, წესიერების შესახებ წერია კანონშიო. გადავიკითხე კანონი, კონკრეტულად ვერაფერი ვნახე წესიერებასთან დაკავშირებით. რაღაც ბუნდოვნად წერია. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ – თუ მოსამართლეს თავის წარსულში ერთი სასამრთლო პროცესი მაინც აქვს ჩატარებული პოლიტიკური ნიშნით და შესრულებული აქვს პოლიტიკური დავალება, მას არაფერი ესაქმება სასამართლო სისტემაში.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მოსამართლემ ჩაიდინა დანაშაული, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ეპატიება. მაგრამ სამომავლოდ თუ შეიცვლება ხელისუფლება და ხელისუფელბის სათავეში მოვა კიდევ ერთი ისეთი პოლტიკური ძალა, რომელიც ჩათვლის საჭიროდ, რომ ხელის ბიჭებად უნდა ჰყავდეს მოსამართლეები და პოლიტიკურ დაკვეთას მისცემს, ის ასევე შეასრულებს იმ პოლიტიკურ დაკვეთას.
როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელმაც თეთრი ძაფით არაერთი საქმე შეკერა, დატოვო სასამართლო სისტემაში? ეს არ მესმის, თუ არ გაასამართლებენ, უნდა გაათავისუფლონ მაინც.
ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა შეუძლებელია, თუ სასამართლოში იგივე მოსამართლეები დარჩებიან, რომელიც თავის დროზე, სამართლიანობას უსამართლოდ ექცეოდნენ“, – განაცხადა ლომიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები