შავლეგო ტაბატაძემ 8 მარტი იმერეთის უხუცესსა და ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვეს მიულოცა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ ქალთა საერთაშორისო დღე იმერეთის რეგიონის ყველაზე ასაკოვან მეეზოვეს, 81 წლის მარგალიტა აბრამიძესა და ყველაზე ახალგაზრდა, 21 წლის მეეზოვეს, ლოლიტა თუთაშვილს მიულოცა. მარგალიტა აბრამიძე 7 წელია ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამსახურში მუშაობს, ხოლო ლოლიტა თუთაშვილი 1 წელია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სუფთა გარემოზე ზრუნავს.
“8 მარტი სიმბოლურად იმერეთის უხუცესსა და ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვეს მივულოცე. აღნიშნული პროფესიის ადამიანები ზრუნავენ სუფთა გარემოზე და მათი საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია. ისინი სამუშაოს ყველაზე ადრე იწყებენ და შეიძლება ითქვას, რომ გვიან ამთავრებენ. ამ ორი თაობის მეეზოვეს ერთი მიზანი აქვს ემსახუროს საკუთარ მუნიციპალიტეტს და დილით გამოსულ მოქალაქეებს დაახვედროს მოწესრიგებული ქუჩები. მე მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, გაწეული სამსახურისთვის. ამ დღეს ვულოცავ ყველა ქალბატონს, განსაკუთრებით კი მეეზოვე ქალბატონებს და ვუსურვებ წარმატებებს”, – განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
ცნობისათვის, იმერეთის რეგიონში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 12–ვე მუნიციპალიტეტში იმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები