“ფრესკოს” დამფუძნებელი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ბიზნესს არ მოექცნენ ისე, როგორც “ქუჩის ქალს”

სუპერმარკეტების ქსელის “ფრესკოს” დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ მისი ბიზნესის მიმართ შეტევა უსაფუძვლოა. მისივე თქმით, ბიზნესმენები საკუთარ თავს ვერ დაიცავენ, რადგან ველური დასავლეთი არაა.
“მე ერთი წელია ფინანსთა სამინისტროს ჰაერში ვყავარ გამოკიდებული, საგადასახადო სტრუქტურებს. რომლებმაც ვერ დადეს შესაბამისი საგადასახადო დასკვნა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. მერე რა, რომ მე ღიად ვილაპარაკე, პროკურატურაში შევიტანე საჩივარი, და ფინანსთა მინისტრს წერილი მივწერე. რამე შეიცვალა? რას გვეუბნებით, მივმართავ პოლიტიკოსებს. როგორ მოხვდით პარლამენტში არ იცით? გვეუბნებით საკუთარი თავი დაიცავითო ველური დასავლეთია? ვინჩესტერი ავიღო? თქვენ გგონიათ, მე მეშინია, ვინც არ უნდა აბაკუნოს ფეხები, უმეტესობა თქვენგანი ცხვრის ტყავში ხართ”, – განაცხადა სოფრომაძემ.
მან ასევე ხელისუფლებას მოუწოდა, რომ არ მოექცნენ ბიზნესს ისე, როგორც ქუჩის ქალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები