10 მარტს, მცხეთაში, ლევან გოთუას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება

10 მარტს, ქართული მწერლობის კლასიკოსს, დრამატურგს, მთამსვლელს, საზოგადო მოღვაწეს და უკვდავი „გმირთა ვარამის“ ავტორს – ლევან გოთუას დაბადებიდან 114 წელი უსრულდება.
ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება   მცხეთაში, სამთავროს მონასტერში, სადაც დაკრძალულია ლევან გოთუა, ლევან გოთუას სულის მოსახსენიებელ  პანაშვიდს დაესწრება.
„რათა კიდევ ერთხელ მოვუხაროთ ქედი კაცს, რომელიც სამშობლოს სიყვარულისთვის, 22 წლის მანძილზე, ეწამა სიკვდილმისჯილთა საკანში თუ იმერპოლარეთის გაყინულ კუნძულებზე და რომელსაც ვერაფრით ჩაუკლეს მამულისადმი ტრფობა“, – წერს ფეისბუქის გვერდზე ზვიად სეხნიაშვილი.
სამთავროს დედათა მონასტერში  ლევან გოთუას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი 13 საათზე ჩატარდება და, აგრეთვე, დაჯილდოვდებიან „გმირთა ვარამის” კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები