საკრებულოში მრავალშვილიანი დედების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

თბილისის საკრებულოში მრავალშვილიანი დედების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” ინიციატივით გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალშვილიანი დედების მიერ შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარები, სამკაულები და ნამუშევრები.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა, გამოფენის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს.
„მე თავად მრავალშვილიან ოჯახში აღვიზარდე და ზუსტად ვიცი, რამხელა ძალისხმევა სჭირდებათ მშობლებს. მიხარია, რომ თქვენი სახით არსებობენ ასეთი ძლიერი ადამიანები, რომ ოჯახთან ერთად დრო შემოქმედებას, საკუთარ სულიერ განვითარებას დაუთმონ,“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ და საკრებულოს დეპუტატებმა გამოფენის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები