სიღნაღში ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ააიპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ილია ხატიაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალბატონებს ქალთა და დედათა დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
სიღნაღის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ სამოცდაერთი მრავალშვილიანი დედა – 100 ლარით, ხოლო მარტოხელა და მარჩენალდაკარგული დედები ფასიანი საჩუქრებით დაასაჩუქრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები