თბილისის მერია გიორგი კალიაევს 20 000 ლარით დაეხმარება

თბილისის მერია გიორგი კალიაევს 20 000 ლარით დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მერ კახა კალაძის ვიდეოდიალოგის ​შემდეგ გახდა ცნობილი.

დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მანანა თოქმაჯიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერის ვიდეოდიალოგის დროს ბევრი კომენტარი დაიწერა 21 წლის გიორგი კალიაევის დახმარების თხოვნით. მისივე ცნობით, ფეისბუქლაივის დასრულების შემდეგ, კახა კალაძე გიორგი კალიაევის დახმარების საკითხზე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილს ესაუბრა.

„ფეისბუქლაივის დასრულების შემდეგ, კახა კალაძე სოციალური სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და გაირკვა, რომ მერია გიორგის 20 000 ლარით დაეხმარება“, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი „ფეისბუქზე“.

21 წლის ფოტოგრაფს, გიორგი კალიაევს ლეიკემია დაუდგინდა და ოპერაციისთვის დახმარება ესაჭიროება. გიორგის დასახმარებლად მისმა მეგობრებმა სოციალურ ქსელში კამპანიაც წამოიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები