აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით წარდგა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე მამუკა წერეთელი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართულ საჯარო დისკუსიაზე სიტყვით წარსდგნენ.

დამსწრე პროფესიული აუდიტორიის კითხვების შესაბამისად კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს მნიშვნელობა გეო-პოლიტიკურ ჭრილში და საერთაშორისო მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში საქართველოს ადგილმდებარეობის მიმზიდველობა. დისკუსია ასევე შეეხო საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს და ზოგადად რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს უაღრესად მჭიდრო თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან და ევროატლანტიკურ ორიენტირზე აღებულ სახელმწიფოებრივ გეზს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები