“ზეწოლაზე ისინი საუბრობენ, რომლებმაც ბიზნესი ფეხქვეშ ამოიდეს და საკუთარი კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე მართავდნენ”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „თი-ბი-სი ბანკის“ საქმეზე საუბრისას ამბობს, რომ ზეწოლაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომლებმაც ბიზნესი გათელეს და მას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მართავდნენ.
​მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს “ნაციონალური მოძრაობა” რას იტყვის ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ვოლსკის განმარტებით, არც სხვა ბიზნესმენები და არც საზოგადოება ბრმა არ არის.
„ამასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ რას ამბობს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება ცდილობდა მაქსიმალურად დელიკატური ყოფილიყო, როდესაც ამ თემას იხილავდა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება იმ ფარატინა ფურცლების შეფასებაზე, უნამუსო ბრალდებებზე და პოლიტიკურ განცხადებებზე გადაერთო. რეალურად ის, რაც მოხდა, რაც ზედაპირზე დევს, პასუხგაუცემელი დარჩა.
​მსხვილი ბიზნესისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი საბანკო მანიპულაციები რას ნიშნავს, რომელსც დიდი ალბათობით, შეიძლება ადგილი ჰქონდეს. ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრის საქმიანობა აშკარად შესაძლო დანაშაულის, დიდი ფულის ბანკიდან გატანის და უკანონო მოხმარების გადასაფარად მიდის. ბიზნესმენებიც არ არიან არც ბრმები და არც ის ხალხი, ვინც ანალიზი არ შეიძლება გააკეთოს. მათი პოზიცია ამით არის განპირობებული და არ იმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რას იტყვის. ზეწოლაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომლებმაც ბიზნესი ფეხქვეშ ამოიდეს და საკუთარი კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე მართავდნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები