ლევან დავითაშვილი: აზიური ფაროსანა კვლავ რჩება გამოწვევად

„აზიური ფაროსანა კვლავ რჩება გამოწვევად და სახელმწიფო მასშტაბური ღონისძიებებისთვის ემზადება“, – ამის შესახენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო, რადგან დაგროვდა გამოცდილება და საველე სამუშაოები გაუმჯობესდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელი, ახლებური მიდგომებით მეტად შედეგიანი იქნება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, რომელიც კომპლექსურია და სხვადასხვა დაავადებას უკავშირდება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისია ცოდნით, პრეპარატით და ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც დაეხმარებიან მეთხილე ფერმერებს, რათა მათ მიიღონ მაღალი ხარისხის მოსავალი.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პარალელურად, 2018 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა კალიის, ბზის ალურას და ამერიკული თეთრ პეპელას საწინააღმდეგოდ, რამაც ხელი შეუწყო მწვანე საფარის შენარჩუნებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სარეალიზაციო ბაზარზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის გააქტიურებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები