ჯანდაცვის სამინისტრომ 197 კლინიკა 56 მლნ ლარით დააჯარიმა – საავადმყოფოებმა პროგრამულად ანაზღაურებული თანხები უკან უნდა დააბრუნონ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევისთვის, საქართველოს მასშტაბით, 197 კლინიკა 56 მლნ ლარით დაჯარიმდა, – ამის შესახებ „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულ სამედიცინო დაწესებულებს ნაკისრი ვალდებულებების ვერ შესრულების გამო, პროგრამულად ანაზღაურებული თანხების უკან დაბრუნება დაეკისრათ.
ამასთან, დაჯარიმებულ კლინიკებში სამშობიარო სახლები და ბავშვთა საავადმყოფოები არ ფიგურირებენ.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის N66 დადგენილების შესაბამისად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება 2019 წლის 1 თებერვლამდე პერიოდზე გათავისუფლდა მოსარგებლეთა რეგისტრაციის წესების დარღვევის გამო დაკისრებული საჯარიმო სანქციებისაგან. საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით, გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, პროგრამულად ანაზღაურებული თანხები კი უკან დაბრუნებას ექვემდებარება“, – აცხადებენ სოციალური მომსახურეობის სააგენტოში.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები