ავჭალაში გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

ავჭალაში ფოცხიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელის მოწყობა და გზის დაზიანებული საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, 530 მეტრზე სანიაღვრე ქსელი, ბორდიური, ფეხით სავალი ბილიკი მოეწყობა და დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 505 000 ლარი გამოიყოფა.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
„გზის საფარის რეაბილიტაცია გლდანის რაიონში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს ფოცხიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დავიწყეთ, სადაც გზის საფარი დაზიანებული იყო და მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მათ კომფორტულად გადაადგილების საშუალება მიეცემათ. გარდა ამისა, გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას სამ მისამართზე ვახორციელებთ. უმოკლეს დროში ფორე მოსულიშვილისა და სხვა ქუჩების რეაბილიტაციასაც დავიწყებთ“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა.
მიმდინარე წელს გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ბარათაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე განხორციელდა. რამდენიმე მისამართზე კი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.
საგზაო სამუშაოები კულა გლდანელის, გულისაშვილის, ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე ამ დროისთვის ხორციელდება. უახლოეს მომავალში მოსულიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები