კონგრესში უკრაინის არჩევნებს პუტინისთვის უიღბლო უწოდეს
ამერიკის კონგრესში უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ვლადიმერ პუტინისთვის უიღბლო უწოდეს და იმედი გამოთქვეს, რომ პეტრე პოროშენკო ქვეყნის გაერთიანებას შეძლებს.
“ეს არჩევნები უკრაინული დემოკრატიის სუფთა გამარჯვებაა და დიდი უიღბლობა ვლადიმერ პუტინისთვის, რომელიც ცდილობდა ქვეყნის დაყოფას. უკრაინელებმა ყველა რეგიონში ხმის მიცემით საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს ერთიანი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინისადმი”, – განაცხადა წარმომადგენლობითი პალატის უცხოეთის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ედ როისმა.
მისი თქმით, გასულ თვეში პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრისას, როდესაც ქვეყნის აღდგენის საკითხზე ისაუბრეს, მასთან საუბრით აღფრთოვანებული იყო და ახლა მან საუბარი საქმედ უნდა აქციოს.