საპატრიარქომ უზენაეს სასამართლოს ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროების თხოვნით მიმართა

საქართველოს საპატრიარქო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მზია თოდუას განცხადებით მიმართავს, სადაც, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროვებას სთხოვს.
„მოგესალმებით დიდი პატივისცემით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მოგმართავთ შემდეგი თხოვნით:
მოგეხსენებათ, ე. წ. ციანიდის საქმეს“ ადევს გრიფით საიდუმლო, რაც ზოგიერთ პიროვნებას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა. მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე, იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას. მითუმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე, ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება“, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები