ზესტაფონი პოლონელი მწერლის პრემიერას -„სახლი საზღვარზე“ უმასპინძლებს
12 და 13 მარტს ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერაა – პოლონელი მწერლის სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით სპექტაკლი „სახლი საზღვარზე“ დაიდგმება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, პიესაში ასახული პრობლემები, სამწუხაროდ, ძალიან ნაცნობი და მტკივნეულია ქართველი ხალხისთვის. ერთი ოჯახის მაგალითზე კარგად ჩანს, რა უბადრუკ დღეში აგდებს მშვიდობიან მოსახლეობას ოკუპანტი, როგორ იწირავს ადამიანთა სიცოცხლეს, როგორ თელავს ფეხქვეშ ყოველგვარ ღირებულებას.
სპექტაკლი დადგა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რეჟისორმა – ნინო ლიპარტიანმა.
მონაწილეობენ: გიორგი გლოველი, ნანა ცხვირაშვილი, ნინო აბესაძე, ბადრი ტაბატაძე, შოთა წულაძე, ნინიკო აბესაძე, ზურაბ აბესაძე, თემურ კიკნაველიძე , მარეხ აბესაძე, თემურ ქველიაშვილი, ნანა ისიანი.
12 მარტს სპექტაკლი 18 საათზე დაიწყება; 13 მარტს -18 საათსა და 30 წუთზე.