მუკუზანსა და ქინძმარაულში ყურძნის აღრიცხვა, ჩაბარება და გადამუშავება ელექტრონულად მოხდება

“ფერმერებს, მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირების შემდეგ შეეძლებათ პროდუქციის რეალიზება”, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვან ადგილწარმოშობის ზონაში, მუკუზანსა და ქინძმარაულში ყურძნის აღრიცხვა, ჩაბარება და გადამუშავება ელექტრონულად მოხდება.
„მევენახეობის ელექტრონული კადასტრი და პასპორტიზაციის პროცესი რამდენიმე წელია ხორციელდება. წელს ორ მნიშვნელოვან ადგილწარმოშობის ზონაში, მუკუზანსა და ქინძმარაულში ელექტრონულად მოხდება ყურძნის აღრიცხვა, ჩაბარება და გადამუშავება. აღარ იარსებებს გამგებლებისა და რწმუნებულების მიერ გაცემული ცნობები და ფერმერებს, მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირების შემდეგ შეეძლებათ პროდუქციის რეალიზება, როგორც ეს ხდება ევროპაში. ეს რა თქმა უნდა, ქართული ღვინის რეპუტაციასა და საიმედოობასაც ​კიდევ უფრო აამაღლებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები