ირაკლი კობახიძე: კანონპროექტი უზრუნველყოფს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე პროცედურით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას

„ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს მაქსიმალურად უპრეცედენტო და ამას ხაზს გავუსვამ- ღია და გამჭვირვალე პროცედურით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას. ამ ხარისხის ღია და გამჭვირვალე პროცედურას ვერცერთ ევროპულ ქვეყანაშიც კი ვერ ნახავთ”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას.
ირაკლი კობახიძე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მათ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები აქვთ.
“არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაზე საუბარი, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან. გახსოვთ, თქვენ როგორ იქცეოდნენ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ვიდრე მოვიდოდნენ შეხვედრაზე, მანამდე აანონსებდნენ ჯგუფიდან გასვლას და მერე ისე აცხადებდნენ ამას, რომ თითქოს იქ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს არის, ბუნებრივია, ნაკარნახები პოლიტიკური ინტერესებიდან, ანუ არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს თავისი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური მიკერძოება და ამ მიკერძოების კარნახით მოქმედებენ ისინი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა და საპარლამენტო უმრავლესობამ თავისი პასუხისმგებლობით მოამზადა ძალიან ფართო ჩართულობით კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში და უახლოეს მომავალში დაიწყება ამ პროექტის საკომიტეტო განხილვა და შემდეგ პლენარულ ფორმატში განხილვა. გავიზიარეთ უამრავი ინიციატივა, რომელიც იყო წარმოდგენილი სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ. შესაბამისად, ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს მაქსიმალურად უპრეცედენტო და ამას ხაზს გავუსვამ- ღია და გამჭვირვალე პროცედურით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას. ამ ხარისხის ღია და გამჭვირვალე პროცედურას ვერცერთ ევროპულ ქვეყანაშიც კი ვერ ნახავთ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები