არჩილ თალაკვაძე: განათლება არის ყველაზე საიმედო ინვესტიცია, რომელიც შვილებს, მშობლებს და მასწავლებლებს ჩვენი ქვეყნის მომავალთან აკავშირებს

„განათლება არის ყველაზე საიმედო ინვესტიცია, რომელიც შვილებს, მშობლებს და მასწავლებლებს ჩვენი ქვეყნის მომავალთან აკავშირებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივის “განათლება – გზა თავისუფლებისკენ” შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, განათლების წარმატებული სისტემა არის ეროვნული იდეა და დაფინანსების უპრეცედენტო ზრდისა და სწორი მენეჯმენტის პირობებში ეს მიზანი რეალურია.
„განათლების რეფორმა ეხება ყველა თაობის ადამიანების კეთილდღეობას – მათ ვინც სწავლობს და მათაც ვინც ასწავლის. მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტის და მთელი საზოგადოების გაერთიანება ამ იდეის გარშემო იქნება გადამწყვეტი წარმატებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, “სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად, ჩვენი ეროვნული დოვლათის 6%, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები