“ძალიან ვამაყობ ამით, რაც დღეს გაცხადდა იმიტომ, რომ ეს არის უპრეცედენტო, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში”

„ეს მოგვცემს საშუალებას არა მარტო რაოდენობრივად მოიმატოს სასწავლებლების რაოდენობამ, არამედ რაც მთავარია გაიზარდოს ხარისხი და მოხდეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია ქართული სასწავლებლების“,- ამის შესახებ განათლების ექსპერტმა ნინო ჩინჩალაძემ მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივის “განათლება – გზა თავისუფებისკენ”, შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა საშუალებას მოგვცემს საქართველოში ისეთი გარემო შეიქმნას, რომ ახალგაზრდებმა სამშობლოში ისწავლონ და არა უცხოეთში.
„ასევე ეს მოგვცემს საშუალებას,რომ ხელი შეუწყოთ ახალგაზრდებს, არ იფიქრონ რომ აუცილებელია უცხოეთში წავიდნენ სასწავლებლად. შევქმნათ ისეთი გარემო ,რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება, ისწავლონ საქართველოში.
მოვიწვიოთ ის უცხოური უნივერსიტეტები ადგილზე, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის საოცნეობა. ამიტომ ქვეყნის მომავლისთვის ამაზე მნშვნელოვანი მგონია,რომ არაფერი არ იქნება და რაც შეიძლება სწარაფად უნდა დაიწყოს ეს პროცესი, რაც შეიძლება სწარაფად უნდა დაიწყოს ახალი პროგრამების დანერგვა, ახალი მასწავლებლების გადამზადება და ყველაფერი იმ სიკეთით და დოვლათით უნდა ვისარგებლოთ, რომლებსაც გვაძლევს ის ფინანსური საშუალებები, რაც გაცხადდა“,- განაცხადა ნინო ჩინჩალაძემ.
ცნობისთვის, როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, “სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად, ჩვენი ეროვნული დოვლათის 6%, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები