გიორგი კეკელიძე: ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ქვეყნის მომავალი განათლებას უნდა ეფუძნებოდეს
მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე მიიჩნევს, რომ ძირითადი აქცენტი სასკოლო განათლებაზე უნდა გაკეთდეს. მან დადებითად შეაფასა პრემიერ-მინისტრის მიერ ახალი ინიციატივის “განათლება – გზა თავისუფლებისკენ” წარდგენა.
“ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, უბრალო მიზეზის გამო, რომ ქვეყნის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს განათლებას და ცხადია, ეს პროგრამა ბევრ გამოწვევას იგულისხმებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ქვეყანა წარმატებით დაძლევს. ჩემი აზრით, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს სასკოლო განათლებაზე, რომელიც სხვა დანარჩენის ბაზაა. ეს ძალიან კარგია და მისასალმებელია”,-განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივის “განათლება – გზა თავისუფლებისკენ” წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ განათლებაში ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირებით ქვეყანა მიაღწევს, რომ საქართველო იქნება ყველაზე განათლებული ქვეყანა, ქართველი ერი კი ყველაზე განათლებული ერი მსოფლიოში.