“საგანმანათლებო თანასწორობის აქტი”- სახელისუფლებო გუნდი ახალ მასშტაბურ ინიციატივას აანონსებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივა “განათლება – გზა თავისუფლებისკენ” წარადგინა. ინიციატივის მიხედვით განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება.
“სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ, ყოველწლიურად, ჩვენი ეროვნული დოვლათის 6 პროცენტი, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი აცხადებს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ იდეას – განათლების ეროვნულ კონცეპციას, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ, ყოველწლიურად,ქვეყნის ეროვნული დოვლათის 6 პროცენტი, დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად.
პრემიერ-მინისტრის თქმით, შარშან, იყალთოს აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე დაანონსდა განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმა 2019-2022 წლებისათვის და ეს რეფორმა ხორციელდება ხუთივე მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლა ქვეყანა ხარისხოვნად ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს.
„განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდაპროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით – „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებსამ ნიშნულის შენარჩუნებას. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ამმიმართულებით ინვესტიციების ზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სეგმენტი, 10 – 11%-იანიზრდით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად, საქართველოგახდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.
„ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზემაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოსუნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპ-რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავაგზავნოთბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად. შესაბამისად, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომიდა არა – პრივილეგია.ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაიხსნება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ყველაზემოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს, მიიღებენ ევროპულ სერთიფიკატებს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში. ეს ნიშნავს სამეცნიეროკვლევების ხელშეწყობას, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებს, საცდელ მეურნეობებს, კვლევით ცენტრებს და ინსტიტუტებს, შესაბამისად – ახალაღმოჩენებს, მეცნიერულ მიღწევებს და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. ეს ნიშნავს სახელოვნებო განათლების ინტენსიურ განვითარებას და ჩვენი კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებას.ეს ნიშნავს ახალ სკოლებს და საბავშვო ბაღებს ყველგან, ყველა რეგიონში. ახალ უნივერსიტეტებსა და პროფ. სასწავლებლებს, ახალკამპუსებს და, რაც მთავარია – ახალ მკვლევარებს, ახალ პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს – რომლებიც შეცვლიან ჩემთვის ყველაზე მიუღებელ ტერმინს -„მცირერიცხოვან ერს“ და პასუხს გასცემენ არც თუ ისე რიტორიკულ შეკითხვაზე: „სად არის ხსნა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.